06 დეკემბერი 2025, 08:32
კიევის ოლქზე ღამის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
კიევის ოლქზე ღამის განმავლობაში რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ კიევის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ნიკოლაი კალაშნიკმა დაწერა. მისი თქმით, სამი ადამიანი დაშავდა.
ვიშგოროდის რაიონში დაშავებული 1979 წელს დაბადებული ქალი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას დაზიანებული აქვს ხელები, მკერდი, ზურგი და კისერი.
კიდევ ორ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.





