ბელგიის პრემიერი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე: მე მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა მაქვს - ეს არის ბელგიელი გადასახადის გადამხდელების ინტერესები
მსოფლიო

ბარტ დე ვევერი
ფოტო: Reuters
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების საკითხზე გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ხვალ პოზიტიური დისკუსიები ექნება.
ბელგიამ, რომელიც გაყინული აქტივების უმეტეს ნაწილს ინახავს, ადრე უკვე წამოჭრა სხვადასხვა იურიდიული შეშფოთება ამ წინადადებებთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ნაყოფიერი საუბარი და ვიპოვით ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის წარდგენასაც შემდეგ შევძლებთ ევროპისთვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.
„მე მაინც შემიძლია ჩემი პოზიციის განსაზღვრა, მაშინაც კი, თუ მყავს დიდი, ძლიერი მეზობლები, რომლებიც ძალიან მომწონს და პოლიტიკურად დიდად ვაფასებ, და რომლებიც შესაძლოა მთხოვდნენ, [გავაკეთო] რამე განსხვავებულად. მე მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა მაქვს - ეს არის ბელგიელი გადასახადის გადამხდელების ინტერესები“, - დასძინა მან.





