უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებები დღეს მაიამიში გაგრძელდება
მსოფლიო

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი
ფოტო: Reuters
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხუთშაბათს მაიამიში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს რუსტემ უმეროვს შეხვდება. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.
ამ შეხვედრამდე 2 დღით ადრე უიტკოფმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თითქმის ხუთი საათი გაატარა მოლაპარაკებებში, რომლებმაც, კრემლის თქმით, უკრაინაში ომის დასრულებაზე „არანაირი კომპრომისი“ არ გამოიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც მისი სიძე, ჯარედ კუშნერიც ესწრებოდა, „საკმაოდ კარგი“ იყო, მაგრამ დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მოხდება.





