01 დეკემბერი 2025, 14:20
ნიუ-იორკში მასობრივი დეპორტაციის საწინააღმდეგო აქციაზე 18 აქტივისტი დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ნიუ-იორკში არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის საწინააღმდეგო პროტესტი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქტივისტებმა სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრებს გზები გადაუკეტეს, ალყაში მოაქციეს და მათ ავტომობილებს გადადგილებაში უშლიდნენ ხელს. არეულობა ნიუ-იორკში ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან მოხდა.
სამართალდამცველებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და სამოქალაქო წესრიგის დარღვევის ბრალდებით 18 აქტივისტი დააკავეს.





