24 ნოემბერი 2025, 11:12
პოლონეთში რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
პოლონეთში უცხოური გავლენების გაძლიერებას აპროტესტებენ. აქცია ბელოსტოკში გაიმართა. მოსახლეობამ მთავრობას მოუწოდა, რუსეთ-უკრაინის ომში პოლონეთის ჩართვა შეამციროს და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს.
მიტინგი პოლონეთის მემარჯვენე მონარქიული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი ხელმძღვანელობს.





