21 ნოემბერი 2025, 13:52
ბრაზილიაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე COP30-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ბრაზილიაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე COP30-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამიტის მონაწილეებს ტერიტორია პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიზეზი კი, ჯერ უცნობია. ცნობები დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში იმართება, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.





