16 ნოემბერი 2025, 17:36
იაპონიაში ვულკან საკურაძიმადან ფერფლი ამოიფრქვა
მსოფლიო

ფოტო: X
გაზიარება
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი საკურაძიმა გააქტიურდა. კრატერიდან რამდენიმეჯერ ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელმა სიმაღლეში 4,5 კილომეტრს მიაღწია, რის გამოც კუნძულის თავზე უსაფრთხოების მიზნით ავიარეისები გააუქმეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს თითქმის 13 თვის განმავლობაში საკურაძიმას პირველი ამოფრქვევაა. საკურაძიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.





