პიტერ სიიარტო: არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად. ამის ნაცვლად, მილიონ-ნახევარ ევროს ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად გადავამისამართებთ
მსოფლიო

პიტერ სიიარტო
ფოტო: უნგრეთის მთავრობა
უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ნახევარ მილიონიან წილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის. ამის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა. პიტერ სიიარტოს თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
„ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის და რომ სტაბილურობას ლიბანში ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად. ამის ნაცვლად, მილიონ-ნახევარ ევროს ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად გადავამისამართებთ“, - წერს სიიარტო.
Told @YoussefRaggi that Hungary’s national security interest is peace in the Middle East and that Lebanon’s stability is key to that. We will not use our share of the European Peace Facility to arm Ukraine. Instead we are redirecting 1.5 M € to support Lebanon’s armed forces. pic.twitter.com/eiOkyFENxH
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) November 14, 2025





