06 ნოემბერი 2025, 10:46
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, პოკროვსკში ბრძოლები მიმდინარეობს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში ბრძოლები მიმდინარეობს.
როგორც გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობენ, რომ რუსი სამხედროები ქალაქში ვერ გამაგრდნენ.
უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსები მცირე ჯგუფებით ქალაქში შედიან და იქ გამაგრებას ცდილობენ, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები ხელს უშლიან. ბრძოლები ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს.
უკანასკნელი მონაცემებით, ლიკვიდირებულია 94 რუსი სამხედრო. გარდა ამისა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის 12 თავშესაფარზე იერიში მიიტანეს.





