05 ნოემბერი 2025, 23:22
ტრამპი: გუშინ, ნიუ-იორკში, სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, „დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის მერად კომუნისტი დასვეს - ვიდრე თეთრ სახლში ვარ, აშშ არავითარ შემთხვევაში არ გახდება კომუნისტური
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოჰრან მამდანის ნიუ-იორკის მერად არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გუშინ ღამით, ნიუ-იორკში, სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ მივხედავთ, ნუ ღელავთ ამაზე“.
TWITTER POST
მისი თქმით, „დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის მერად კომუნისტი დასვეს.
TWITTER POST
„გადაწყვეტილება მკაფიოა: კომუნიზმი, ან საღი აზრი. კომუნიზმმა არ გაამართლა. რომ გაემართლებინა, მას გამოვიყენებდით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
TWITTER POST
„ვიდრე თეთრ სახლში ვარ, აშშ არავითარ შემთხვევაში არ გახდება კომუნისტური. ჩვენ შევაჩერებთ ამ სისულელეს“, - დასძინა მან.
TWITTER POST




