Telegraph-მა BBC ტრამპის გამოსვლის ვიდეომანიპულაციაში ამხილა
მსოფლიო

ფოტო: BBC
გამოცემა Telegraph-მა ბრიტანული მაუწყებელი ტელეკომპანია BBC ვიდეომასალით მანიპულაციაში ამხილა.
Telegraph-ის ცნობით, BBC-მ 2024 წლის ოქტომბერში, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ეთერში გასულ გადაცემა „პანორამაში“ დონალდ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის სიტყვით გამოსვლა ისე დაამონტაჟა, თითქოს ის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმზე შტურმისა და არეულობისკენ უბიძგებდა. „ტელეგრაფი“ წერს, რომ BBC-მ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა BBC-ს ყალბი მედია უწოდა. ვიდეომასალით მანიპულირება დაგმეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა.





