02 ოქტომბერი 2025, 01:49
ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია
მსოფლიო

ილონ მასკი
ფოტო: Reuters
გაზიარება
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ისტორიული ნიშნული გადალახა და გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია.
როგორც Forbes-ის მილიარდერების ინდექსი აჩვენებს, მასკის ქონება 500.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
ეს ზრდა განაპირობა, უპირველეს ყოვლისა, Tesla-ს აქციების ზრდამ და მის მფლობელობაში არსებული სხვა ტექნოლოგიური სტარტაპების, მათ შორის SpaceX-ისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის ღირებულების მკვეთრმა მატებამ.





