07 სექტემბერი 2025, 09:15
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსეთის მიერ კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა - 2 ქალი და 1 წლამდე ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მასობრივი შეტევის გამო ქალაქში სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა.
ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს უკრაინის ერთ-ერთი სამთავრობო შენობიდან მომავალი კვამლი. ოფიციალურ კიევს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კლიჩკომ „სავარაუდოდ დრონის ჩამოგდების შედეგად, სამთავრობო შენობაში აალების“ შესახებ დაწერა.
იერიში უკრაინის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა.





