22 აგვისტო 2025, 12:05
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინამ ნავთობსადენ „მეგობრობას“ კიდევ ერთხელ დაარტყა
მსოფლიო

პიტერ სიიარტო
ფოტო: Facebook
გაზიარება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინამ ნავთობსადენ „მეგობრობას“ კიდევ ერთხელ დაარტყა.
სიიარტოს თქმით, ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერებულია.
„უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა! ეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმაა. ეს ჩვენი ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა“, - წერს სიიარტო.





