ტრამპმა სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდება უარყო
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპმა სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდება უარყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ფუჭად დახარჯული ათასობით საათისა და მილიონობით დოლარის მიუხედავად, დემოკრატებმა რუსეთთან შეთქმულების ფაქტი ვერ იპოვეს და ახლა უკვე ცრუ ბრალდებებსა და შეთხზულ ისტორიებზე გადავიდნენ ქალების შესახებ, რომლებსაც მე არ ვიცნობ და არასდროს შეხვედრივარ"- წერს ტრამპი.
Despite thousands of hours wasted and many millions of dollars spent, the Democrats have been unable to show any collusion with Russia - so now they are moving on to the false accusations and fabricated stories of women who I don’t know and/or have never met. FAKE NEWS!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 12, 2017
გუშინ სამმა ამერიკელმა ქალმა NBC-ის ეთერში დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ კონგრესისგან აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
მანამდე კი ის სექსუალურ შევიწროებაში ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა დაადანაშაულა. ჟულიეტ ჰადის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა მისი კოცნა ლიფტში სცადა.





