მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებების ქრონიკა. მთავარი
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში კიევში საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა. აქციების მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში". გენერალური პრკურატურა ამტკიცებს, რომ აქციებს, რომლებსაც სააკაშვილი აწყობდა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლობელი, გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა. პოლიტიკოსის ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობას ედავებიან.
5 დეკემბერს უკრაინის გენერალური პროკურატურის და უკრაინის უსაფრთხოების სამხსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. თავდაპირველად ის კიევში, თავისი სახლის სახურავზე აძვრა და იმუქრებოდა, რომ გადმოხტებოდა, შემდეგ კი, როდესაც ის სახურავიდან ჩამოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა ავტობუსის კარი შეამტვრიეს, ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს და ის უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქში მიიყვანეს. 6 დეკემბერს, პოლიციელები შეეცადნენ კარვების ქალაქის შტურმს, მაგრამ უშედეგოდ. სააკაშვილმა თქვა, რომ მისი მოტაცება სურდათ, მაგრამ კარავი შეეშალათ, სხვა ვერსიის თანახმად ის სასტუმრო "კიევში" იყო, სადაც მას დაცვის წარმომადგენლები იცავდნენ.
ამის შემდეგ, სააკაშვილმა გამომძიებლებს შესთავაზა, მისულიყვნენ მასთან კარვების ქალაქში, რადგან თავად დაკითხვაზე არ მივიდოდა "გაუნათლებელ ოროსან" და "ცრუ გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან". მესამე დღეს, სააკაშვილმა თქვა, რომ ხმა ჩაუწყდა და სიცხემ აუწია, რის გამოც "კარვების ქალაქიდან" წავიდა (სად - გაურკვეველია). 10 დეკემბერს სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მწყობრში ჩადგებოდა და მონაწილეობას მიიღებდა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით დაგეგმილ მარშში მაიდანზე. გენერალური პროკურატურა მოითხოვდა მისგან დაკითხვაზე მისვლას 24 საათის განმავლობაში ჯერ კიდევ 5 დეკემბერს.





