მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილი დააკავეს, მიჰყავთ უსაფრთხოების სამსახურში, - ამის შესახებ Facebook-ზე სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე წერს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევში ასკოლდოვის შესახვევში მდებარეობს.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია, რის შემდეგაც სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართავენ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა, მხარდამჭერებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. უკრაინის პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





