Time-მა წლის ადამიანებად "დუმილის დამრღვევი" ქალები დაასახელა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანის სტატუსი" Silence Breakers-ებს მიანიჭა - ქალებს, რომლებმაც დუმილი დაარღვიეს და სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს. მათ შორისაა მსახიობი ეშლი ჯადი, როუზ მაკგოუენი, მომღერალი ტეილორ სვიფტი და კომპანია Uber-ის ექსინჟინერი სიუზან ფაულერი.
წელს მოძრაობა Me Too გამოჩნდა, რომლის წევრები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ისტორიებს ჰყვებიან. ის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის სექ-სკანდალის შემდეგ დაფუძნდა.
ჟურნალ Time-ი 1927 წლიდან ატარებს გამოკითხვას „წლის ადამიანის“ გამოსავლენად. 5 დეკემბერს, ონლაინ-გამოკითხვის მიხედვით საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ გაიმარჯვა, ხოლო მოძრაობა Me too მეორე ადგილზე გავიდა.





