საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე წლის ადამიანი გახდა
მსოფლიო

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი ჟურნალ Time-ის ონლაინ-გამოკითხვების მიხედვით, „2017 წლის ადამიანი“ გახდა. პრინცს გამოკითხულთა 24%-მა დაიჭირა მხარი. მეორე ადგილზე კამპანია #MeToo მონაწილეები გავიდნენ - ესენი არიან სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ყვებიან, როგორ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მესამე ადგილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ კოლინ კაპერნიკმა, რუსეთის საქმეზე აშშ-ის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა და Dreamers-ის წევრებმა დაიკავეს, რომელთა მშობლებიც აშშ-ში არალეგალურად ჩავიდნენ.
გასულ წელს ჟურნალ Time-ის მკითხველთა სიმპატია ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოიპოვა. როგორც წესი, მკითხველების და ჟურნალის რედაქციის არჩევანი ერთმანეთისგან განსხვავდება. რედაქცია თავის არჩევნას 6 დეკემბერს გამოაცხადებს.
ჟურნალ Time-ი 1927 წლიდან ატარებს გამოკითხვას „წლის ადამიანის“ გამოსავლენად.





