კიმ ჩენ ინის მოკლულ ძმას ხელბარგში შხამის საწინააღმდეგო წამალი ჰქონდა
მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმას, რომელიც მალაიზიაში მოწამლეს, საწამლავის საწინააღმდეგო პრეპარატი ატროპინი ჰქონდა თან. ამის შესახებ მალაიზიური გაზეთი Star-ი სასამართლო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
მოკლულის ხელბარგში 12 ამპულა ატროპინი იპოვეს, რომელიც მას თან სიკვდილის დროს ჰქონდა. ეს პრეპარატი ფორფორისნაირი მომწამვლელი ნივთიერებების წინააღმდეგ უნივერსალური ანტიდოტია. კერძოდ, ატროპინი გამოიყენება ნერვული გაზების VX-ის მოწამვლის დროსაც. სწორედ ამ გაზებით მოკლეს კიმ ჩენ ინის ძმა.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ კიმ ჩენ ნამი VX-ის მოწამვლისგან გარდაიცვალა.
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის- კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. კინ ჩენ ნამის მკვლელობის შემდეგ მალაიზიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს. ეჭვმიტანილია ორი ინდონეზიელი ქალი, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ.





