ბუნდესტაგის წევრი ბეატრიქს ფონ შტორჰი ილონ მასკს მიმართავს: მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში თქვენი „ჩარევის“ გამო, მაშინ, როცა საქართველოში არჩევნებში ჩარევას თავად ცდილობდა
მსოფლიო

ფოტო: FAZ
ბუნდესტაგის წევრი, ბეატრიქს ფონ შტორჰი, თბილისში ოპოზიციის აქციაზე მყოფი მიხაელ როთის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ილონ მასკს მიმართავს.
როგორც ფონ შტორჰი აღნიშნავს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, რომ გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.
„ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის საჯაროდ მოუწოდებს ხალხს, რომ სძულდეთ, გერმანიის არჩევნებში ვითომდა „ჩარევის“ გამო და ღიად აცხადებს, რომ „ეზიზღებით“. ეს ყველაფერი მაშინ, როცა თავად საქართველოში საჯაროდ ცდილობდა მათ არჩევნებში ჩარევას." - წერს ბეატრიქს ფონ შტორჰი X-ზე.
Dear @elonmusk,
— Beatrix von Storch (@Beatrix_vStorch) December 22, 2024
Here is the chairman of the Foreign Affairs Committee of the German Bundestag. Publicly, he calls for people to hate you for allegedly "interfering" in the German elections and openly claims to "despise" you. All of that while he himself in Georgia tried to… pic.twitter.com/ZDIPkpdDb9
რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა დაწერა, რომ გერმანიის გადარჩენა მხოლოდ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის"(AfD) შეუძლია, რასაც გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და შეფასდა როგორც გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა. კრიტიკოსთა შორის იყო მიხაელ როთიც, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ „ეზიზღება ადამიანი, რომელიც ნაციონალისტური, პოპულისტური და ანტიდემოკრატიული პარტიისთვის" ხმის მიცემისკენ მოუწოდებს ხალხს.





