პოლ მანაფორტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს
მსოფლიო

პოლ მანაფორტი
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელსაც აშშ-ის პროკურატურამ 12 ბრალდება წარუდგინა, არცერთს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანაფორტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არცერთ ბრალდებაში არ თვლის. სასამართლომ მათ შინაპატიმრობა მიუსაჯა. CNN-ის ცნობით, პროკურატურამ გირაოს სანაცვლოდ მანაფორტისთვის 10 მილიონი დოლარი, ხოლო გეითსისთვის 5 მილიონი დოლარი მოითხოვა. ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვეს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს ბრალი 12 პუნქტში წაუყენეს.
კერძოდ, მანაფორტს და გეითს ბრალად ედებათ "აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, ასევე მოქმედება დაურეგისტრირებელი უცხოელი აგენტის სახელით, ცრუ ჩვენებების მიცემა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის (FARA) ფარგლებში და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვა".
პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორს საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 80 წლამდე და 70 წლამდე პატიმრობა, ასევე ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.
მილიარდერი პოლ მარაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შმდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ მარაფორტი ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუსაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან. როგორც Associated Press-ის წერდა, მას შეეძლო დერიპასკას და რუსეთის პრეზდენტის ინეტერესების ლობირება. დერიპასკამ ეს ინფორმაცია უარყო და Associated Press-ს უჩივლა კიდეც, მაგრამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.





