მანაფორტს 80 წლამდე, ხოლო გეითსს 70 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მსოფლიო

პოლ მანაფორტი რიკ გეითსი
ფოტო: youtube
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტს 80 წლამდე, ხოლო მის საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს 70 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სხვადასხვა გამოცემის ცნობით, პატიმრობასთან ერთად, კანონით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმაც. უახლოეს მომავალში, ბრალდებულები აშშ-ის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს ბრალი 12 პუნქტში წაუყენეს.
კერძოდ, მანაფორტს და გეითს ბრალად ედებათ "აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, ასევე მოქმედება დაურეგისტრირებელი უცხოელი აგენტის სახელით, ცრუ ჩვენებების მიცემა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის (FARA) ფარგლებში და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვა".





