კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა
მსოფლიო

კატალონიის პარლამენტი
კატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. (სულ 135 დეპუტატი). ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
კენჭისყრა პარლამენტში რეგიონის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებიდან მეორე დღეს გაიმართა. პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს ვადამდელ არჩევნებზე უარი უთხრა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის საპასუხოდ ესპანეთი რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას გეგმავს. არსებობს მოლოდინი, რომ შესაბამის რეზოლუციას ესპანეთის სენატი დღეს მიიღებს.
#Barcelona: Parliament of #Catalonia declared independence from #Spain. 70 MPs votes with yes, 10 with no. pic.twitter.com/ar20Dybzrn
— WorldOnAlert (@worldonalert) October 27, 2017
LIVE: Pro-independence rally in #Barcelona https://t.co/5a1NBPdRdI pic.twitter.com/n33SYf8ne8
— RT (@RT_com) October 27, 2017
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთვრობამ ესპანეთის ხელისუფლებას მოლაპარაკებები შესთავაზა.





