27 ოქტომბერი 2017, 01:00
ტრამპმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა ოპიოდების გავრცელების გამო ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
"გასულ წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან 64 000 ამერიკელი დაიღუპა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს.
პრეზიდენტის თქმით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ამერიკელების დაცვის მიზნით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო და საფოსტო სამსახური საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილების შესამოწმებლად დამატებით უფლებამოსილებას მიიღებენ.





