17 ნოემბერი 2023, 15:36
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამზადებს ოპერაციას, სახელწოდებით „მაიდანი 3“, რომლის მიზანია უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება
მსოფლიო

ვოლოდომირ ზელენსკი
ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ოპერაციას, სახელწოდებით „მაიდანი 3“, რომლის მიზანია უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რუსეთი ცდილობს, დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით.
მისივე თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემები ქვეყნის მოკავშირეებმაც დაადასტურეს.





