WP: ტრამპი ირანთან ბირთვულ გარიგებას მომავალ კვირაში გააუქმებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში აპირებს გააკეთოს განცხადება ირანთან ბირთვული გარიგების პირობების გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი იუწყება.
“ადამიანებმა, რომლებიც დღეს თეთრ სახლში ირანთან სტრატეგიის შესახებ ბრიფინგს დაეწსრნენ, შეგვატყობინეს, რომ ტრამპი ამ ქვეყანასთან საერთაშორისო ბირთვული გარიგების გაუქმებას გეგმავს“, - წერს გამოცემა. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მეთაური ფიქრობს, რომ ეს გარიგება “აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ვერ პასუხობს“.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების სხვა ყველა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.





