ია შათირიშვილი
Facebook-ი კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის
მსოფლიო

მარკ ცუკერბერგი
Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მომხმარებლებმა Facebook-ი ყალბი ექაუნთებიდან რეკლამა შეუკვეთეს, რომლის მეშვეობითაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდათ. „არ მსურს ვინმემ იმისთვის გამოგვიყენოს, რომ ჩვენს დემოკრატიას მიაყენოს დარტყმა. ამიტომ კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდით“, - აცხადებს ცუკერბერგი.
6 სექტემბერს, Facebook-მა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად შესაძლო გამოძიების ფარგლებში, სოციალურმა ქსელმა გამოავლინა ასობით ყალბი ექაუნთი, რომელის რუსეთიდან, ეგრეთ წოდებული "ტროლების ფაბრიკის" დახმარებით იმართებოდა.
ორი წლის განმავლობაში, სააგენტო ყიდულობდა პოსტების ფასიან გავრცელებას. Facebook-მა ყველა იდენტიფიცირებული ჯგუფი გააუქმა, თუმცა "ფაბრიკაში" ამბობენ, რომ ჯგუფების 20% მოქმედია.




