ქარიშხალი მარია ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. ვიდეო
მსოფლიო
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი მარია ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარის სიჩქარე 280 კილომეტრ საათს აღწევს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ქარიშხალ მარიას გამო მსოფლიოს ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა.
„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.
მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქარიშხლის გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.




