ქარიშხალმა “მარიამ“ დომინიკის პრემიერის რეზიდენცია დააზიანა
მსოფლიო

რუზველტ სკერიტი
ფოტო: Facebook
დომინიკელთა რესპუბლიკის პრემიერმინისტრი რუზველტ სკერიტი ქარიშხალ “მარიასგან“ მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ წერს. სკერიტის თქმით, დომინიკში თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, ვისთან დაკავშირებაც მან მოახერხა. დამტვრეულია პრემიერმინისტრის რეზიდენციის სახურავიც.
“ჩემი სახურავი ახდილია. მთლიანად ქარიშხლის ხელში ვარ. სახლი წყლით ივსება“, - დაწერა სკერიტმა Facebook-ზე. თუმცა, მალევე განაცხადა, რომ მას უშველეს.
ის ვარაუდობს, რომ რესპუბლიკას ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და შიშობს, რომ კუნძულზე დაშავებულები და დაღუპულებიც იქნებიან.
ქარიშხალი „მარია" მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა, ის კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს და ახლა პუერტო-რიკოსკენ მიემართება.
პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, სტიქია კუნძულს 20 სექტემბერს დაატყდება თავს.
„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.
მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქარიშხლის გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.




