ბაიდენი აცხადებს, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია
მსოფლიო

ჯო ბაიდენი
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. ჯო ბაიდენს აღნიშნულ ცენტრში ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა.
„ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





