16 სექტემბერი 2017, 09:57
ტროპიკული შტორმი "ნორმა" გაძლიერდა
მსოფლიო

გაზიარება
ტროპიკული შტორმი „ნორმა“ მექსიკის სანაპიროებღან ახლოს ქარიშხლის დონეზე გაძლიერდა. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს ქარიშხალთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს.
ამ ინფორმაციით მიხედვით, ორშაბათს ქარიშხალი მექსიკის ლოს-კაბოსის მუნიციპალიტეტს მიაღწევს, რომელიც სამხრეთ კაროლინას შტატში შედის. ქარიშხალ „ნორმას“ მაქსიმალური სიჩქარე ამ ეტაპზე საათში 120 კილომეტრია.
მანამდე აშშ-ის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ქარიშხალი „მაქსი“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს მიუახლოვდა.




