სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო უკრაინაში გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პოლიცია იუწყება.
#Поліція внесла у ЄРДР відомості за очевидними ознаками злочину за ст.332 "Незаконне переправлення осіб через державний кордон України" https://t.co/ozKRyGQdCV
— МВС України (@MVS_UA) 10 сентября 2017 г.
ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ოლეგ სიბოდიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რადგან მანს სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადალახვის შემდეგ დღეს გააკეთებს განცხადებას. ამ დროისთვის ის ოჯახის წევრებთან ერთად ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში“ იმყოფება. ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.





