მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 65 გარდაცვლილის შესახებ.
მსხვერპლის რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოახაკას შტატის ხელისუფლებამ 71 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. 15 ადამიანი დაიღუპა ჩიაპასის შტატში, ტაბასკოში კი მიწისძვრამ 4 ადამიანი იმსხვერპლა.
8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დედამიწაზე 2015 წლის შემდეგ.
ამასთან, მექსიკის სანაპიროებთან კიდევ ერთი - 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეუანტეპეკის ყურეში, 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილით ადრე დაფიქსირდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.




