მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
მსოფლიო
ფოტო: Twitter
მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. ამ ეტაპზე მაშველები ტაბასკოს, ოახაკას და ჩიაპასის შტატებში მუშაობენ. ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 58 დაღუპულის შესახებ.
8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დედამიწაზე 2015 წლის შემდეგ.
ამასთან, მექსიკის სანაპიროებთან კიდევ ერთი - 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეუანტეპეკის ყურეში, 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილით ადრე დაფიქსირდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.




