მექსიკის სანაპიროებთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მსოფლიო

მექსიკის სანაპიროებთან კიდევ ერთი - 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეუანტეპეკის ყურეში, 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილით ადრე დაფიქსირდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.




