მექსიკაში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა
მსოფლიო

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ ქვეყანაში გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მისმა ოფისმა გაავრცელა. საყოველთაო გლოვის გამოცხადების თაობაზე Al Jazeera წერს.
8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.
სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს“, - ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები წყნარი ოკეანის მთელ რეგიონშია მოსალოდნელი.




