ქარიშხალი "ხოსე" საშიშროების მეოთხე კატეგორიამდე გაიზარდა
მსოფლიო

ატლანტის ოკეანეზე წარმოქმნილი ქარიშხალი "ხოსე" 5-ბალიან შკალაზე, საშიშროების მეოთხე კატეგორია მიენიჭა. აშშ-ის ნაციონალური საგანგებო ცენტრის ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქარიშხალი ქარპირა კუნძულებისგან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს. "ხოსე" მიემართება კარიბის ზღვისკენ, სადაც უკვე დამანაგრეველი შედეგები მოჰყვა ქარიშხალ "ირმას".
🌎
— Alexander Verbeek 🌍 (@Alex_Verbeek) September 8, 2017
Please Retweet
The climate facts about #Hurricane #Irma that everybody should know.
via @YEARSofLIVING pic.twitter.com/6YbxLPMgCt
თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა "ირმას" უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა, თუმცა მოგვიანებით მეოთხემდე შეამცირა. ქარის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს. უახლესი ინფორმაციით, ქარიშხალი "ირმას" გამო, 18 ადამიანი დაიღუპა. შტატი ფლორიდას გუბერნატორის ბრძანებით მოსახლეობას ევაკუაცი ხდება.
#Florida #TurnPike & #Interstate 95 all lanes headed north #Florida #Evacuating #Hurricane #Irma 🌀 pic.twitter.com/m7EBNhOJrv
— Sea&SolShades (@seasolshades) September 8, 2017
"ირმა" ქარიშხალ "ჰარვიზე" ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს. "ჰარვის" გამო დაიღუპა 70-მდე ადამიანი, ხოლო ტეხასის შტატის ზარალი 150-180 მილიარდი დოლარი გახდა.




