მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა
მსოფლიო

მექსიკა
ფოტო: Twitter
მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 27 დაღუპულის შესახებ. უახლეს ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
ყველაზე დიდი ზიანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს მიეყენა. ქალაქ ხუჩიტანში დაინგრა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე სასტუმრო. შედეგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს მიწისძვრა მექსიკისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.
🚨ALERT! The media is trying to downplay #Mexico's #earthquake. THE DESTRUCTION IS MASSIVE! Deaths are in the dozens. SHARE! #Temblor pic.twitter.com/ghPrdVSkhf
— Eduardo Samaniego (@EduSamani) September 8, 2017
მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.
Tsunami warning as 8.2-magnitude #earthquake strikes off south-western #Mexico coast https://t.co/FYnTkOOiSw pic.twitter.com/Iu6EpdYCeP
— RT (@RT_com) September 8, 2017
სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს“, - ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები წყნარი ოკეანის მთელ რეგიონშია მოსალოდნელი.




