მექსიკის სანაპიროებთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მსოფლიო

მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს,“- ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ცუნამი შეიძლება წარმოიქმნას მექსიკის, გვატემალას, სალვადორის, კოსტა-რიკის, ნიკარაგუას, პანამის, ჰონდურასის და ეკვადორის სანაპიროებზე.
Earthquake in Mexico. @EdwinVernon2 ARE you ok. Heard it was felt in Belize pic.twitter.com/jY3GrQ2qEt
— Denise Nicholas (@deedeereggie) 8 сентября 2017 г.
მიწისძვრამდე, მექსიკის სანაპიროზე ტროპიკული შტორმი "კატია" წარმოიშვა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს ავითარებს. მეტეოროლოგები სიჩქარის მომატებას პროგნოზირებენ. ამჟამად "კატია" ჩრდილო-დასავლეთისკენ 4 კმ/სთ-ით მიემართება.
ქარიშხლები "კატია", "ხოსე" და "ირმა", თითქმის ერთდროულად წარმოიქმნენ, რომელთაგან უკანასკნელი ამჟამად კარიბის ზღვიდან შტატ ფლორიდისკენ მიემართება. მეტეოროლოგიურმა ცენტრმა "ირმას" უკვე მაქსიმალური - მეხუთე კატეგორიის სიძლიერე მიანიჭა.
ბოლო მონაცემებით, ქარიშხალი "ირმას" გამო 13 ადამიანი დაიღუპა. „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის 26 აგვისტოს მომხდარ ქარიშხალ "ჰარვიზე" ძლიერია.




