მექსიკაში ქარიშხალი "კატია" წარმოიქმნა
მსოფლიო

ტროპიკული შტორმი "კატია", რომელიც მექსიკის სანაპიროზე გაჩნდა, ქარიშხლად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ქარიშხლების აშშ-ის ეროვნული ცენტრი იუწყება.
ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს ავითარებს. მეტეოროლოგები სიჩქარის მომატებას პროგნოზირებენ. ამჟამად "კატია" ჩრდილო-დასავლეთისკენ 4 კმ/სთ-ით მიემართება.
ქარიშხლები "კატია", "ხოსე" და "ირმა", თითქმის ერთდროულად წარმოიქმნენ, რომელთაგან უკანასკნელი ამჟამად კარიბის ზღვიდან შტატ ფლორიდისკენ მიემართება. მეტეოროლოგიურმა ცენტრმა "ირმას" უკვე მაქსიმალური - მეხუთე კატეგორიის სიძლიერე მიანიჭა.
ბოლო მონაცემებით, ქარიშხალი "ირმას" გამო 7 ადამიანი დაიღუპა. „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის 26 აგვისტოს მომხდარ ქარიშხალ "ჰარვიზე" ძლიერია.




