აშშ-ში ჰარვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა
მსოფლიო

აშშ-ში ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხმა 70-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სტიქიის შედეგად ყველაზე ბევრი ადამიანი ჰარისის ოლქში დაიღუპა.
ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 აგვისტოს დაატყდა თავს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. ქარიშხალმა დააზიანა ტეხასის და ლუიზიანის შტატები.
სტიქიის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა. მარტო ქალაქ ჰიუსტონში 22 სკოლა განადგურდა. ტეხასის შტატში ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს ახალი ციკლონები - „ირმა“ და „ხოსე“ - უახლოვდება.




