პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა ეკრძალება
მსოფლიო

პენტაგონი
ქართული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა ეკრძალება - სამხედრო ბიუჯეტის თანახმად, თანამშრომლობა მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ კონგრესი არ დარწმუნდება, რომ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს არ უქმნის.
დოკუმენტი შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
"საქართველო აშშ-ს ღირებული მეგობარია. მას არაერთხელ დაუმტკიცებია ერთგულება ორი ქვეყნის ორმხრივი ინტერესების განვითარებში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებისადმი ავღანეთში. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოსთან თანამშრომლობას", წერია დოკუმენტში.
ბიუჯეტს ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა.





