ბრაზილიაში მეწყერებსა და წყალდიდობებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: AP Photo
ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, უხვი ნალექით გამოწვეულ მეწყერებსა და წყალდიდობებს სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ABC News-ის ცნობით, უამინდობის გამო, 1000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაახლოებით 32 000 ოჯახი ამ დრომდე რჩება ზონებში, სადაც, მეწყრებისა ან წყალდიდობის გამო, საფრთხე კვლავ არსებობს.
უსახლკაროდ დარჩენილები, დროებით, თავს სკოლებს აფარებენ.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Z_gbgFtezec" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>





