ბარსელონაში ტერაქტია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. LIVE
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი ბარსელონა
ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
pic.twitter.com/96IdSQ5u1d Live Video Footage From #Barcelona Just Seconds After The Attack Now Confirmed #Barcellona
— James Barlow (@Jamesbarlow2012) August 17, 2017
თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის ბარსელონაში, ბოკერიას ბაზრის ტერიტორიაზე, - წერს El Periodico. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი, არ ვრცელდება.
🔴DIRECTO| Atropello en Barcelona: plaza Catalunya está siendo desalojada. Hay varios heridos https://t.co/um2WRsSGFo
— El Periódico (@elperiodico) August 17, 2017
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტში დამნაშავეები პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარს აფარებენ თავს. სხვა ცნობებით, დამნაშავე შეიძლება მარტო იყოს.
#BREAKING Barcelona police say Las Ramblas van incident 'terrorist attack'
— AFP news agency (@AFP) August 17, 2017




