29 ნოემბერი 2021, 10:42
www.imedi.ge
დიზაინერი ვირჯილ აბლო 41 წლისა გარდაიცვალა
მსოფლიო

ვირჯილ აბლო
გაზიარება
ამერიკელი დიზაინერი და მოდელიერი ვირჯილ აბლო გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დიზაინერს გულის ანგიოსარკომა ჰქონდა. ის ონკოლოგიურ დაავადებას ისე ებრძოდა, რომ დიაგნოზს არ ასაჯაროებდა და მუშაობა არ შეუწყეტია. აბლო 41 წლისა იყო.
ვირჯილი აბლო ბრენდ Off-White-ის დამფუძნებელია. 2018 წლიდან ის Louis Vuitton-ის კაცთა ხაზის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა.





