კადიროვი: მზად ვარ თანამდებობა დავტოვო და ალ-აქსას დასაცავად წავიდე
მსოფლიო

რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის მეთაური, კადიროვი აცხადებს, რომ მზადაა, დატოვოს თანამდებობა და ალ-აქსას მეჩეთის დასაცავად მოხალისედ წავიდეს იერუსალიმში. ამის შესახებ ინფორმაციას Frontnews-ი ავრცელებს.
“მზად ვარ მოვიხსნა უფლებამოსილება და ვიმსახურო იმ სტრუქტურებში, რომლებიც მუსლიმებისთვის ამ წმინდა ადგილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი.
ეს განცხადება კადიროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მეჩეთთან დეტექტორები და სათვალთვალო კამერები დაამონტჟა.
კადიროვი განმარტავს, რომ დაუშვებელია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადაიქცეს “მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად“. ისლამური სიწმინდის გარშემო კონფლიქტური სიტუაციების გამოსარიცხად კი მასზე უფლების იორდანიისთვის გადაცემაში ხედავს
21 ივლისს, ისრაელის პოლიციამ 50-წლამდე კაცებს ალ-აქსას მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შესვლა აუკრძალა. ახალგაზრდა მუსლიმები აღნიშნულ წესს აპროტესტებენ, რის გამოც 17 ივლისს პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
ალ-აქსას მეჩეთი ერთ-ერთი მთავარი მუსლიმური სიწმინდეა, რომელიც ებრაული ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული.
კონტროლის მექანიზმების გამკაცრება ისრაელის 2 პოლიციის მკვლელობას მოჰყვა. 14 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-მა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 სამართალდამცველი დაიღუპა.





