ისრაელმა 50-წლამდე მუსლიმ კაცებს ალ-აქსას მეჩეთში შესვლა აუკრძალა
მსოფლიო

ალ-აქსას მეჩეთი
ისრაელის პოლიციამ 50-წლამდე კაცებს ალ-აქსას მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 50 წელს გადაცილებული მუსილიმი კაცები და ნებისმიერი ასაკის ქალები მეჩეთში შესვლას თავისუფლად შეძლებენ.
ქალაქის არაბულ უბანში პოლიციის დამატებითი ძალები პატრულირებენ. უსაფრთხოებას 3 000-მდე სამართალდამცველი და მესაზღვრე იცავს.
მორწმუნეები მეჩეთში შესვლამდე შემოწმების ახალი წესებით არიან უკმაყოფილოები. კერძოდ, ალ-აქსას მეჩეთში შესვლამდე მომლოცვლებს მეტალო დეტექტორით ამოწმებენ, პროცესი კი კამერებით ფიქსირდება.
ახალგაზრდა მუსლიმები აღნიშნულ წესს აპროტესტებენ, რის გამოც 17 ივლისს პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
პილიგრიმებს ალ-აქსას მეჩეთში შესვლის უფლება 17 ივლისიდან მისცეს. 14 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-მა შეიარღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 სამართალდამცველი დაიღუპა.





