11 ივნისი 2021, 18:40
დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. სამიტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გახსნა.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ შესანიშნავია, რომ ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
„პანდემიიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომელიც ბოლო 18 თვის განმავლობაში დავუშვით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი კორნუოლში ორი დღე გაგრძელდება.





