19 ივლისი 2017, 18:05
დავით სხირტლაძე
კახა ცხადაძეს დისკვალიფიკაცია მისცეს
მსოფლიო

კახა ცხადაძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
"ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დისკვალიფიკაციითა და ფინანსური სანქციით დაისაჯა. ამის შესახებ vesti.kz წერს.
ქართველ სპეციალისტს ყაზახეთის პრემიერლიგის შეხვედრაში "აკჟაიკთან" 87-ე წუთზე გულშემატკივრების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტების ჩვენების გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 300 000 ტენგეს გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილება ევროპა ლიგის მატჩებზე არ ვრცელდება. აღნიშნული მატჩი "ქაირათმა" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.





